19 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
სპეცოპერაცია ფოთში - ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალი სამ ადამიანს წაუყენეს  

ფოთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აყვანილი 20 ადამიანიდან ბრალი ამ დროისთვის სამს, ქურდული სამყაროს წევრობის გამო წაუყენეს. უახლოეს ხანებში ბრალს კიდევ 2 მათგანს წაუყენებენ. დანარჩენები კი მოწმისა და ეჭვმიტანილის სტატუსით დაიკითხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, „ლავას ოღლისთან,“ ზურაბ მზარეულასთან და როლანდ გეგეჭკორთან.

„კურიერის“ ინფორმაციით, ეს ადამიანები ხშირად პოლიტიკურ პროცესებშიც ერთვებოდნენ და სპეცოპერაციაც სწორედ ამ ფაქტის სავარაუდო გამოაშკარავებას უკავშირდება. დაკავებულების სახლებიდან ამოღებულია კომპიუტერების, ტელეფონები და მეხსიერების ბარათები.

„სასამართლო განჩინებაში იყო მითითება იმაზე, რომ აქვთ კავშირი ქურდულ სამყაროსთან და ახორციელებენ საქმიანობას, რაც მხარდაჭერა გამოდის ქურდული სამყაროსი და ა.შ. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ გამოკითხვა მოხდა მოწმის სახით, შესაბამისი კითხვებიც იქნა დასმული, მაგრამ ბუნებრივია, რაიმე კავშირი უარყვეს ქურდულ სამყაროსთან. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა კომპიუტერი, აგრეთვე მობილური ტელეფონი, ასევე მეხსიერების ბარათები, თუმცა აღნიშნავენ ეს პირები, რომ ეს მათი საკუთრებაა,“ - განაცხადა ადვოკატმა, ბაჩუკი ყურაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები