18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
ქვეყანას ეკონომიკური მომავალი არ აქვს, თუ ფხენიანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას გააგრძელებს - ტრამპი

დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეას აფრთხილებს, რომ ქვეყანას ეკონომიკური მომავალი არ აქვს, თუ ფხენიანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობას გააგრძელებს. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გააკეთა.

დონალდ ტრამპმა ვიეტნამის სამიტის შედეგები შეაჯამა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ფხენიანი ვაშინგტონთან გარიგებაზე წავა და ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე დაიწყებს მუშაობას, ჩრდილოეთ კორეას სანქციები მოეხსნება და ბრწყინვალე მომავალი ელოდება.

დონალდ ტრამპს არ უთქვამს, რატომ დასრულდა ლიდერების სამიტი ნაადრევად. თუმცა მედია წერს, რომ მიზეზი მისი მკაცრი პოზიცია გახდა. "სანდეი თაიმსის" ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიმ ჩენს ინს იმ საიდუმლო საწარმოს ლიკვიდაცია მოსთხოვა, სადაც ფხენიანი ურანის გამდიდრებას დღემდე განაგრძობს. ამ მოთხოვნას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი არ დაეთანხმა და მოლაპარაკება შეწყვიტა.

 

დღის ამბები