18 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
დაპატიმრების მუქარის მიუხედავად, ხუან გუაიდო უახლოეს დღეებში ვენესუელაში დაბრუნებას გეგმას

დაპატიმრების მუქარის მიუხედავად, ხუან გუაიდო უახლოეს დღეებში ვენესუელაში დაბრუნებას გეგმას. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ამჟამად ეკვადორში იმყოფება, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. მადუროს რეჟიმი ოპოზიციის ლიდერს საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში პატიმრობით ემუქრება, თუმცა ევროკავშირი მადუროს რეჟიმს ხუან გუაიდოს ხელშეუხებლობის შესახებ აფრთხილებს.

განცხადება ფედერიკა მოგერინიმ გაავრცელა. ევროკავშირის უმაღლესი კომისრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენესუელის კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური, დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს და ხუან გუაიდოს მისამართით გამოთქმული მუქარა, რომელიც მის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას საფრთხეს შეუქნის, დაძაბულობის ესკალაციას და საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციას გამოიწვევს.

ფედერიკა მოგერინი აღნიშნავს, რომ ხუან გუაიდოს, როგორც ეროვნული კრების წევრს კონსტიტუციური იმუნიტეტი იცავს და ეს უფლება სრულად უნდა იყოს დაცული.

 

დღის ამბები