18 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
ავსტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ-ცეცხლი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა

ავსტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ვიქტორიის შტატში ცეცხლი უკვე დასახლებებს მიუახლოვდა და რამდენიმე სახლი გაანადგურა. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სტიქიის ზონაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მოსალოდნელი სიცხეების გამო ხანძარი შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ახალ ტერიტორიებს მოედოს. ხანძარი მელბურნის მახლობლად მდებარე ეროვნულ პარკში მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ცეცხლის ჩასაქრობად რეგიონში 850 მეხანძრე და ავიაციაა მობილიზებული.

დღის ამბები