18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
პარიზის მოდის კვირეულის სტუმრებმა ტომი ჰილფიგერის და ზინდეიას ერთობლივი ნამუშევრები იხილეს

პარიზის მოდის კვირეულის სტუმრებმა ტომი ჰილფიგერის და ზინდეიას ერთობლივი ნამუშევრები იხილეს. ამერიკელმა დიზაინერმა ახალგაზრდა მსახიობთან და მომღერალთან ერთად შექმნილი ნამუშევრები ელისეს მინდვრების თეატრში წარადგინა.

2019- 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სახელწოდებით "ტომი იქს ზინდეა" 1970-იანი წლების მოდის ოსტატების შერკინებითაა შთაგონებული. საუბარია ვერსალში გამართულ დიზაინერების კონკურსზე, სადაც 5 წამყვანი ამერიკელი დიზაინერი 5 ფრანგს დიზაინერს ეჯიბრებოდა. ახალი კოლაბორაციული ხაზი "ნახე და იყიდეს " პრინციპითაა შექმნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფილეს დასრულებისთანავე ახალი სამოსის შეძენა ონლაინ მაღაზიებშია შესაძლებელი.

 

დღის ამბები