18 მაისი 2024,   12:47
ვრცლად
საპროტესტო აქციები მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ - ხუან გუაიდო ვენესუელაში ბრუნდება

დაკავების მუქარის მიუხედავად, ხუან გუაიდო ვენესუელაში ბრუნდება. ქვეყნის დროებითმა მმართველმა ეკვადორის ტერიტორია სამხედრო თვითმფრინავით დატოვა, თუმცა რა მარშრუტით აპირებს ის სამშობლოში დაბრუნებას უცნობია.

ხუან გუაიდო მხარდამჭერებს ნიკოლას მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

მიტინგები დღეს და ხვალაა დაგეგმილი. ხუან გუაიდოს დაკავებით პირადად ნიკოლას მადურო დაემუქრა.

მან ოპონენტი უზენაესი სასამართლოს დადგენილების დარღვევაში დაადანაშაულა, რომლის თანახმადაც გუაიდოს ვენესუელის დატოვება ეკრძალებოდა.  

დღის ამბები