18 მაისი 2024,   16:00
ვრცლად
კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტები - კონგრესი ტრამპის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კონგრესი ახალ გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება პრეზიდენტის მიერ გამოძიებისთვის ხელის შეშლის, კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს.

დღეიდან წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი თეთრ სახლსა და სამინისტროებში დოკუმენტაციის მოსაგროვებლად მოთხოვნებს გაგზავნის. გამოძიებას კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერი გაუძღვება.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ახალმა გამოძიებამ შესაძლოა უფრო სერიოზული სახე მიიღოს და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინაპირობაც გახდეს.

დღის ამბები