18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
კარნავალი რიო დე ჟანეიროში - სამბას სკოლები გამარჯვებულის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვიან

რო დე ჟანეიროს სამბას სკოლები გამარჯვებულის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძვიან. ქალაქის მთავარ ქუჩაზე, სპეციალურად კარნავალისთვის აგებულ სამბადრომზე, სამბას სკოლები ერთმანეთს ცეკვაში ეჯიბრებიან. 

საუკეთესო გუნდს ჟიური გამოავლენს, რომელიც შეფასებისას არამხოლოდ ქორეოგრაფიულ, არამედ სიმღერის ელემენტებსაც გაითვალისწინებს.

რიოს ყოველწლიური კარნავალი პირველ მარტს დაიწყო და ექვსი დღე გაგრძელდება.

დღის ამბები