18 მაისი 2024,   17:39
ვრცლად
„ეროვნული ბანკი, შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ მაშანტაჟებდა" - მამუკა ხაზარაძე

„ეროვნული ბანკი, შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ მაშანტაჟებდა და გვაშანტაჟებდა მე და ბადრის"- ამის შესახებ TBC ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ეროვნულმა ბანკის პრეზიდენტმა მას პირდაპირ მოსთხოვა გადადგომა და ეს იყო შანტაჟი.თუმცა ხაზარაძე დეტალურად აღწერს, როგორ ვითარდებოდა მოვლენების მის გადადგომამდე. 

"გამოგვიგზავნეს წერილი, პირველი ჯარიმა მოვიდა 10 ათას ლარზე, ეტყობა მერე ვიღაცამ დაუწუნა, რომ 10 ათასი ცოტა იყო, შევხვდი პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ 10 ათასსაც არ გადავიხდიდი. შემდეგ დაგვარიცხეს მილიონი ლარი და გამოგვიგზავნეს წერილი,სადაც ეწერა, ჩვენი გადაყენების შესახებ ან მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას - პრაქტიკულად დაგვემუქრნენ“-აცხადებს ხაზარაძე. 

"როგორც თავად აცხადებს, ამის შემდეგ ის  ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მისი თქმით, მან მთავარ რეგულატორს უთხრა, რომ შეუძლია გადადგომა და მოითხოვა დოკუმენტი, სადაც ხაზგასმული იქნებოდა, რომ მისი მხრიდან არანაირ ფულის გათეთრება არ მომხდარა. მაგრამ როგორც ხაზარაძე განმარტავს, კობა გვენეტაძის მოთხოვნა, მისი საბჭოდან წასვლა იყო. ხაზარაძე ამბობს, რომ ის ეცადა საქმის კურსში ჩაეყენებინა მთავრობის ეკონომიკური გუნდიც, თუმცა მათგან გამოხმაურება არ ყოფილა. 

დენტოსის" დასკვნა როცა მივიღე, მივაწოდე ყველა ეკონომიკურ ბლოკს, მაგრამ არავინ დამიკავშირდა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ადამიანებმა მხარე დაიჭირეს,"-აცხადებს ხაზარაძე.

როგორც ბანკის დამფუძნებელი ჰყვება, ამის შემდეგ ეროვნული ბანკისგან მიიღეს წერილი, სადაც ნათელი იყო, რომ ადგილი ჰქონდა შანტაჟს.

"ვიღებ წერილს ვოტსაპით, სადაც წერია, რომ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არანაირი კრიმინალური და ფულის გათეთრების საკითხი არ არის საკითხი ეხება ინტერესთა კონფლიქტს. დავსვი კითხვა, როგორ გამოვიყენოთ ეს წერილი, მათ მითხრეს, რომ ამ წერილს გამოიყენებთ მხოლოდ პარტნიორი ბანკებისთვის. გაოცებული დავრჩი, ამას ქართულად ჰქვია შანტაჟი, მეუბნებიან თქვენ გადადექით. გასაგებია რომ ისინი ვერ წავიდოდნენ პროკურატურის ვერსიასთან წინააღმდეგობაში,“-აცხადებს ხაზარაძე.

ხაზარაძის თქმით, საბოლოოდ მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თავად , ყოველგვარი იძულების გარეშე მიიღო, რათა ბანკი გადაერჩინა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები