18 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
არჩევნების მეორე ტურის წინ ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მემუქრება, რომ დაანგრევენ ჩვენს რეპუტაციას - ხაზარაძის სკანდალური განცხადება

გადავდექი იმის გამო რომ ბანკი მთლიანად არ ჩამოქცეულიიყო... არ მინდა წავიკითხო კომენტარები, რომელიც მოდის ინვესტორებისგან ეს არის კატასტროფა - ეს განცხადება, "თიბისი" ბაკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. 

ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და დაწყებულ გამოძიებაზე ხაზარაძემ, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. ხაზარაძემ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მიიღო წერილი ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც ემუქრებოდა, რომ დაანგრევდა მისი და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციას, თუ მათ მოთხოვნებს არ შეასრულებდა. 

"არჩევნების  მეორე ტურის წინ, მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელშიც პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე - ეს წერილი მე მაქვს.

ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები ,რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები