18 მაისი 2024,   19:42
ვრცლად
"არანაირ სიტყვიერ განკარგულებას თანხის გაცემა - გამოცემაზე ადგილი არ ჰქონია" - ხაზარაძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ნატო ჩხეიძეს პასუხობს 

TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე დასმულ კითხვებს პასუხობს. ხაზარაძე ამბობს, რომ კომპანიის დამფუძნებლის ბრალდება, თითქოს ბანკიდან თანხა სამუშაო დროის დასრულების შემდეგ უკანონოდ გაიცა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საუბარია, ოთხ მილიონის ნაწილზე, რომლის შესახებაც ზაზა ოქუაშვილი ამბობდა, რომ ეს ფული ყოფილი მთავარი პროკურორისა და მოქმედი შს მინისტრის დავალებით მას იძულებით გადაახდევინეს და თანხის TBC ბანკიდან გაცემა კანონდარღვევით მოხდა. კითხვით ხაზარაძეს დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მიმართა და სთხოვა დაესახელებინა პირები ვისაც ის თანხის ბანკიდან გატანის პროცესში ეკონტაქტებოდა. 

"მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირ სიტყვიერ განკარგულებას თანხის გაცემა - გამოცემაზე ადგილი არ ჰქონია, არანაირი ზარი ჩემთან „ამას მიეცით თანხა“ არ ყოფილა 27 წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან. დავინტერესდი მაგ თემით, მოვიწვიე შიდა აუდიტი და პირდაპირ გეუბნებით, ის თანხა, ჯერ გვაბრალებდა ბიზნესმენი,რ ომ ბანკი ყო დაკეტილი და თანხა იყოს გატანილი, გარწმუნებთ ჩვენ არანაირ დაკეტილ ბანკში თანხა არ გაგვიცია, თანხა გაიტანა თქვენმა დირექტორმა თქვენივე ხელმოწერით.

"დაბრალება იმაზე, რომ კომპანიის ანგარიშიდან თანხა რატომ გაიტანა დირექტორმა,  რომ თურმე ჩვენ უნდა გაგვეკონტროლებინა ეს თანხა მას ეკუთვნოდა თუ არ ეკუთვნოდა, ამას მე ვერ მივიღებ“-ამბობს ხაზარაძე.

დღის ამბები