18 მაისი 2024,   17:59
ვრცლად
ბატონო მამუკა უკაცრავად მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა რა დღეშიც ახლა ხართ - ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს

ბატონო მამუკა უკაცრავად მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა რა დღეშიც ახლა ხართ- ეს განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში "თიბისი" ბანკის საქმეზე მსჯელობენ.

დეპუტატების კითხვებს თიბისი ბანის დამფუძნებლები პასუხობენ. ნატო ჩხეიძეს კი შეკითხვა მამუკა ხაზარაძის მიმართ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა. კერძოს, საუბარია იმ ეპიზოდზე რა დროსაც თიბისი ბანკიდან 4 მილიონის გატანა მოხდა. ნატო ჩხეიძის განცხადებით ამ ტრანზაქციის შესრულება მაშინ იყო დაუშვებელი და მან შეასრულა გიორგი გახარიას დაკვეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ბატონი მამუკა მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს. ერთი რამ კი ნიშანდობლივი იყო ჩემთვის ამ წლის ორკესტრირებული შეხვედრის ერთი გვარი დაასახელეთ თქვენ გახარია და 2016 წლის 21- 22 აპრილს უკანონოდ გაცემული თქვენი ბანკის მიერ, თქვენზე იძულების გამო  ორკესტრირებული შეტევის ორკესტრანტიც  ერთ -ერთი სწორედ ბატონი გახარია  ახლდათ. ახალა რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ დირექტორების მიერ იყო გატანილ, დიახ, ბატონო ჩემო მაგრამ თქვენ მშვენივრად იცით რომ ბენეფიციარი მესაკუთრის დოკუმენტაციის არარსებობის დროს , რომელიც მხოლოდ ერთი თვის მერე მივიდა ბანკში თქვენ რა გქონდათ უფლება და თქვენ ბანკს არ ჰქონდა უფლება ეს თანხა გაეტანა.  ბანკის თანამშრომლები ამას არ აკეთებდნენ  და გააკეთეს მას შემდეგ რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ. ძალიან ცუდია ბატონო მამუკა, რომ მთელი პასუხისმგებლობით თქვენ ახლა ამას აცხადებთ. სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა,“-განაცხადა ნატო ჩხეიძემ და აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე ტყუის როდესაც ამბობს, რომ მას დავალება არავისგან მიუღია.

ნატო ჩხეიძის ამ განცხადებას კიდევ ერთხელ უპასუხა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც თქვა, რომ დეპუტატის განცხადებები არის ტყუილი. 

„უნდა გიპასუხოთ თქვენი განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ მე ვიღაცას რამე დავავალე არის ტყუილი. ამ ლონდონით ნუ გვაშინებთ,“-მიმართა მამუკა ხაზარაძემ.

ნატო ჩხეიძემ კი მამუკა ხაზარაძეს განუცხადა, რომ მას აღარ სურს მოისმინოს მამუკა ხაზარაძის პასუხი, რის შემდეგაც მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა. 

დღის ამბები