17 მაისი 2024,   10:26
ვრცლად
„თქვენობით მელაპარაკე და მორალს ნუ მიკითხავ" - სიტყვიერი დაპირისპირება გიგა ბოკერიასა და დიმიტრი ცქიტიშვილს შორის

პარლამენტის საგარეო კომიტეტის, სხდომაზე, სადაც კარასინთან გამართული შეხვედრის შესახებ ზურაბ აბაშიძის ანგარიში უნდა მოესმინათ, დაიხურა. გადაწვეტილება უმრავლესობის წევრებმა მიიღეს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, სხდომაზე სულ მცირე კითხვა-პასუხის რეჟიმი საჯარო უნდა ყოფილიყო, რათა ის მაინც გარკვეულიყო, ივანიშვილის რა გზავნილებს დაატარებს აბაშიძე კარასინთან.

სხდომაზე ერთმანეთს ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დაუპირისპირდნენ. 

„თქვენობით მელაპარაკე და მორალს ნუ მიკითხავ... სამარცხვინოა, როცა არგუმენტის მაგივრად მორალის კითხვას იწყებ აქ. ერთი ფრაზა ვთქვი და რა ნერვები გაქვთ ეგეთი, რა სენსიტიურები ხართ, რა ნაზები ხართ,“ - მიმართა გიგა ბოკერიამ დიმიტრი ცქიტიშვილს.

კამათის დროს, დიმიტრი ცქიტიშვილმა ”ევროპული საქართველოს” წევრი სხდომაზე დესტრუქციის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თუკი სხდომა არ მოსწონს, შეუძლია ის დატოვოს.

„თქვენი არგუმენტიც ვერ მოვისმინე საერთოდ. ერთადერთი არგუმენტია, დესტრუქცია მოახდინოთ და მეტი არაფერი. ამ ფორმატში გინდათ წავიყვანო ეს სხდომა და აზრი არ აქვს და თუ არ მოგწონს გადი რა,“ - მიმართა ცქიტიშვილმა ბოკერიას.

სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა, გია ვოლსკიმ, რომელმაც დეპუტატებს სხდომის დახურვის წინადადებით მიმართა.

სხდომაზე იმყოფებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია, რომელმაც მხარი სხდომის დახურვას დაუჭირა. 

საბოლოო ჯამში, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სხდომა, რომელზეც დეპუტატებს კარასინთან გამართული შეხვედრის შესახებ ზურაბ აბაშიძის ანგარიში უნდა მოისმინონ, დაიხურა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები