18 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა

ხუან გუაიდო ვენესუელაში დაბრუნდა. სამხრეთ ამერიკული ტურნეს შემდეგ ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი კარაკასში ჩავიდა, სადაც მას ათასობით მომხრე ელოდა. აეროპორტში გუაიდოს ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები, ასევე მხარდამჭერები დახვდნენ.

დაპატიმრების მუქარის მიუხედავად, საპასპორტო კონტროლი მან დაუბრკოლებლად გაიარა. აეროპორტიდან ხუან გუაიდო კარაკასში მიმდინარე ანტი-სამთავრობო აქციაზე მივიდა. ათასობით ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია ვენესუელაში შაბათს გაიმართება.

დღის ამბები