18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
გამოცდა სასამართლოსთვის, ბიზნესგარემოსა და მარეგულირებელი სისტემებისთვის - გაეროს კოორდინატორი საქართველოში TBC ბანკის საქმეზე საუბრობს

TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს საქართველოში გაეროს კოორდინატორი ეხმაურება. ლუიზა ვინტონი პროცესებს საფრთხის შემცველს უწოდებს და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, TBC ბანკის ირგვლივ გაჩენილი კითხვის ნიშნები საფრთხეს უქმნის იმ ბიზნესგარემოს, რომლის შექმნასაც საქართველო ძალიან დიდხანს ცდილობდა. 

„ეს არის გარკვეული გამოცდა საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ბიზნესგარემოსა და მარეგულირებელი სისტემებისთვის, ჩვენ ველით შედეგს, რომელიც იქნება გამჭვირვალე და სანდო. საქართველო დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა იმაზე, რომ მარალი რეიტინგი მოეპოვებინა ბიზნესგარემოს კუთხით, საქართველოს გააჩნია ნდობით აღჭურვილი საბანკო სისტემა და მარეგულირებელი ორგანოები. ჩვენ ვხედავთ,რომ ამჟამად ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშაა და ველოდებით ამ ყველაფრის სწრაფად მოგვარებას",- აცხადებს ლუიზა ვინტონი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები