22 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებაში" ბრუნდება 

"კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ბრუნდება. ამის შესახებ "კურიერს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. 

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. 

წყარო "რუსთავი2"-ს უყვება, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლია. 

დღის ამბები