18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას თეთრი სახლი შეურაცხმყოფელს უწოდებს 

თეთრი სახლი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ გამოძიებას სამარცხვინოს და შეურაცხმყოფელს უწოდებს.

სარა სანდერსი დემოკრატების მიერ ინიცირებულ ახალ საგამოძიებო პროცესს გამოეხმაურა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან კავშირების დადგენას ეხება.

დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპს კორუფციასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და ამ მიზნით 60-ზე მეტი ოფიციალური პირის დაკითხვას აპირებენ.

კონგრესმენებმა თეთრ სახლს ტრამპის და პუტინის მოლაპარაკების შესახებ ის ინფორმაცია მოსთხოვა, რომელიც მათივე მტკიცებით პრეზიდენტმა საზოგადოებას დაუმალა. ამას გარდა კონგრესმა ინფორმაცია, 80-ზე მეტ ორგანიზაციისგან და ფიზიკური პირისგან გამოითხოვა.

დონალდ ტრამპმა ბრალდებებს სისულელე უწოდა და განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

დღის ამბები