18 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
ესპანეთის ჩრდილოეთით ტყის მასივი იწვის

ესპანეთის ჩრდილოეთით ტყის მასივი იწვის. ხანძრის კერების ნაწილი ლოკალიზებულია, თუმცა, მაშველები კიდევ 44 ადგილას ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას.

ოპერაციაში ჩართულია ორი სახანძრო თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უჩვეულო სიცხეები და დაბალი ტენიანობა გახდა. ამის გამო, ცეცხლის ახალი კერების გაჩენის რისკიც არსებობს.

ასტურიის გარდა, ხანძარს ესპანეთის კიდევ ორ რეგიონში - კანტაბრიასა და ბასკეთშიც, ებრძვიან. 

დღის ამბები