18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
მნიშვნელოვანია სათანადო გამოძიების ჩატარება - შვედეთის ელჩი TBC ბანკის საქმეზე

„თიბისი" ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს, შვედეთის ელჩი ეხმაურება. ულრიკ ტიდესტრომი გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

შვედი დიპლომატის თქმით, ბანკის ირგვლივ განვითარებული პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან.

„ჩვენც და საერთაშორისო ინვესტორებიც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ყურადღებით ვაგრძელებთ დაკვირვებას. საქმის არსზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია სათანადო გამოძიების ჩატარება. ასე, რომ ვაკვირდებით ამ საქმეს და ხაზს ვუსვამთ პროცესის სათანადოდ წარმართვის საჭიროებას,“- განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.

პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა კი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში სკანდალური განცხადება გააკეთა. ხაზარაძის თქმით, შს მინისტრმა , გიორგი გახარიამ მისგან გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში საერთაშორისო და ქართველ პარტნიორებთან რეპუტაციის განადგურებით დაემუქრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები