19 აპრილი 2024,   21:21
ვრცლად
CO-თი ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა გორში

გორში, სუხიშვილი ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა. სამედიცინო დახმარება მხოლოდ ერთ 2 წლის ბავშვს დასჭირდა. როგორც მედიკოსები აცხადებენ, ბავშვს მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდა მიღებული.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრებს.  მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გამოძიება  240-ე პირველი პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ვადით.

დღის ამბები