18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
წელს თუ კიდევ 250 000 ადამიანს ავცრით, წითელას პრობლემა საერთოდ მოიხსნება - პაატა იმნაძე

წითელას ეპიდემია, ქვეყანაში შემოტანილი ვაქცინები და აცრილი ადამინების მდგომარეობა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა დღეის მდგომარეობით არსებული სიტუაცია შეაჯამა.

პაატა იმნაძის შეფასებით, წითელას ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და, თუ წელს აცრები კვლავ მზარდი ინტენსივობით გაგრძელდება, წითელას გავრცელების საფრთხე მთლიანად აღმოიფხვრება.

„წითელა არ ჩერდება. გვაქვს 2100-ზე მეტი შემთხვევა მარტო წელს, 1 იანვრიდან აღრიცხული შემთხვევები. კარგად მიდის აცრები, 95 000-ზე მეტი ადამიანი არის აცრილი. თუ წელს ავცრით 350 000 ადამიანს, ანუ ამ 95 000 თუ კიდევ დავამატებთ 250 000-ს, წითელას არათუ გავაჩერებთ, საერთოდ წითელას პრობლემა მოიხსნება ქვეყანაში,“ - განაცხადა იმნაძემ.

 

 

 

დღის ამბები