18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
ეს არის ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი - მმართველ გუნდში უარყოფენ, რომ ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრის

შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი, არც ერთი სიტყვა ირაკლის მაჟორიტარობაზე ნათქვამი არ არის - ამის შესახებ განცხადება, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. ის უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებას ემსახურება.  

ვრცელდება ინფორაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად ღარიბაშვილი კენჭს იყრის მთაწმინდის მაჟორიტარად, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი ის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, მათთვის ცნობილი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდებოდა, თუმცა სხვა თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომაზე საუბარი არ ყოფილა.

„რამდენიმე დღის წინ ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და საბოლოოდ ჩვენ ამაზე შევთანხმდით დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში გუნდის გაძლიერებად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. არჩილ თალაკვაძის თქმით, მას აქვს დიდი რეიტინგი.

„ ირაკლი ღარიბაშვილს როგორც პარტია ქართულ ოცნებაში ასევე პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. მას  ყოველთვის ჰქონდა  რეიტინგი პოლიტიკაში და აქვს მხარდაჭერა დღესაც. შესაბამისად, რა თქმა ეს გადაწყვეტილება ემსახურება პარტიის პოზიციების გაძლიერებას და ემსახურება იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების უფრო მეტი კონსოლიდაცია მოხდეს,“-განაცხადა არჩილ თაკალვაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით შესვლის ალბათობაზე ინფორმაციას არ ფლობს არც ვანო ზარდიაშვილი. ის აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმეს თქმა ამ საკითხზე გაუჭირდება.

„წინასწარმეტყველებას არ დავიწყებ. მე ეს ინფორმაცია არ მაქვს , საკმაოდ დიდი , საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია ჩააბარეს პარტიაში შესაბამისად მე წარმატებას ვუსურვებ ირაკლის მაგ პოზიციაზე,“-განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები