17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
გამოვლენილია სხვადსხვა ნიშნით დისკრიმინაციის 159 ფაქტი - თანასწორობის მდგომარეობაზე ომბუდსმენის ანგარიში

საჯარო სექტორში სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები, მათ შორის, რელიგიური, პოლიტიკური და გენდერული ნიშნით კვლავაც მაღალია.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მომზადდა. ანგარიში 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, გამოვლენილია სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის 159 ფაქტი, მათგან 21 შემთხვევაში გაიცა კონკრეტული რეკომენდაცია, ხოლო 9 შემთხვევაში ომბუდსმენის აპარატმა ზოგადი წინადადება დააყენა. დისკრიმინაციის შემთხვევების უდიდესი წილი საჯარო სექტორზე მოდის.

„ყველაზე ხშირად მოქალაქეები მოგვმართავენ ხოლმე სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით, შემდეგ მოდის უკვე პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები და ასევე მოდის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად განცხადებები. ამ განცხადებების 71% მოდის საჯარო სამსახურზე, ხოლო 31%-ს შემთხვევაში მოქალაქეები მოგვმართავენ, როდესაც ისინი თვლიან, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან კერძო  სამართლებრივ ურთიერთობებში,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები