17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან წარმოადგინოს ის წერილი რომელზეც გუშინ ისაუბრა - თალაკვაძე ხაზარაძეზე 

საპარლამენტო უმრავლესობა TBC-ის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მუქარის შემცველი წერილის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. საუბარია წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაუგზავნა. 

არჩილ თალაკვაძის თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია, არსებობს თუ არა წერილი. მისი განცხადებით, თუკი ხაზარაძე წერილს წარადგენს, საპარლამენტო უმრავლესობა გადაწყვეტილების წინაშე დადგება, შექმნის თუ არა საგამოძიებო კომისიას. 

„ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ გაირკვეს წერილთან დაკავშირებული საკითხი. როდესაც წარმოადგენს ამ წერილს პარლამენტში, რა თქმა უნდა ჩვენ შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას შევქმნით საგამოძიებო კომისიას თუ არ შევქმნით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან წარმოადგინოს ის წერილი რომელზეც  გუშინ ისაუბრა. იმიტომ რომ აქ საკითხი ასე დგას, თუ ეს წერილი არსებობს და თუ ასეთს მართლა ჰქონდა ადგილი, ეს თვისობრივად სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს, თუ ასეთი წერილი არ არსებობს, მაშინ რა თქმა უნდა იმ ბრალდებებზე, რაც გაისმა პასუხები იქნება საჭირო,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის გასაჯაროების მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, ხაზარაძემ უნდა დაასაბუთოს, რა გზით მიიღო მან ის და არსებობს თუ არა საერთოდ დოკუმენტი.

პირველ რიგში ამ ადამიანმა უნდა წარმოადგინოს წერილი რა საშუალებით მიიღო წერილი, არსებობს თუ არა საერთოდ ეს წერილი ამაზე უნდა გაეცეს პასუხები და ამ შემთხვევაში შეიძლება კიდევ მსჯელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აღმოჩნდეს სასაცილო მდგომარეობაში, რომ თურმე წერილი  საერთოდ არ  არსებობს ან რაღაც სხვა წერილზეა რაღაცაზე საუბარი რომლის ინტერპრეტაციას აკეთებს ან რაღაც მსგავსი და სამი თვე რა უნდა აკეთოს კომისიამ ამ შემთხვევაში , თუ იმსჯელოს ეროვნული ბანკის იმ გადაწყვეტილებაზე რომელსაც თავად თიბისი დაეთანხმა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ამავე თემაზე
დღის ამბები