25 აპრილი 2024,   18:21
ვრცლად
მოქალაქემ თემქაზე მდებარე პოლიციასთან თავის დაწვა სცადა

პროტესტი პოლიციასთან - თემქის მეშვიდე განყოფილებასთან მოქალაქემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა.

გიორგი კობახიძის მტკიცებით, პოლიციელები მას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, რის გამოც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

პოლიციის განყოფილებასთან ამ წუთებში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

კურიერში  21:00 საათზე ნახავთ, თუ რატომ მიდიან მოქალაქეები პროტესტის უკიდურეს ზღვარზე და ხდება თუ არა პოლიციის განყოფიებაში ზეწოლა მოქალაქეებზე.

დღის ამბები