18 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
თამაზ ჭილაძის საიუბილეო საღამოსთვის გამომცემლობა ”ინტელექტმა” და ”არტანუჯმა” ორი წიგნი გამოსცა

პირველი წელი თამაზ ჭილაძის გარეშე. მისი საიუბილეო საღამოსთვის გამომცემლობა ”ინტელექტმა” და ”არტანუჯმა” ორი წიგნი გამოსცა.

წიგნში აღწერილია კოლეგების მოგონებები და უცნობი ფაქტები მწერლის ცხოვრებიდან.

„გამომცემლობა „ინტელექტმა“ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ თამაზ ჭილაძის დაბადების დღისთვის 2 წიგნი გამოსცა. ეს არის ჩანაწერების სერიით თამაზ ჭილაძის ჩანაწერები, მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოუქვეყნებელია, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იწერებოდა ყოველდღიურად თამაზ ჭილაძის უბის წიგნაკში, დღიურებში. რაც შეეხება მეორე გამოცემას, თან საკითხავი სერიით გამოიცა ამბები თამაზ ჭილაძეზე, 55 ამბავი,“ - განაცხადა გამომცემლობა "ინტელექტის" მთავარმა რედაქტორმა, ზვიად კვარაცხელიამ.

დღის ამბები