18 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
ფოთში მშენებარე ტაძრის სამლოცველო გაქურდეს

ფოთში წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მშენებარე ტაძრის სამლოცველო გაქურდეს. დილით ტაძარში მისულ მოძღვარსა და მესანთლეს სამლოცველოს კარი გატეხილი დახვდათ. გატეხილია შესაწირი ყულაბები და წაღებულია თანხა, თუმცა უცნობია ქურდებმა რა ოდენობის თანხა წაიღეს, რადგან შესაწირი ყუთები დალუქულ მდგომარეობაში ინახებოდა.

მომხდართან დაკავშირებით სასულიერო პირებმა სამართალდამცავებს შეატყობინეს. 

„გატეხილია შესაწირი ყულაბები და თანხაა წაღებული, მაგრამ როგორც ასეთი არ ვიცით მიახლოებით რამდენია თანხა იმიტომ, რომ ხშირად არ იხსნება ეს. სანამ მე მოვიდოდი მანამდე იყო ჩემი მოძღვარი მოსული. როგორც ჩანს, რომ მოვიდა დახვდა კარები გატეხილი და მამაომ დაურეკა პოლიციას,“ - განაცხადა ეკლესიის მესანთლემ, სვეტლანა სიჭინავამ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით დანაშაულში მხილებულია არასრულწლოვანი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

დღის ამბები