19 მაისი 2024,   01:09
ვრცლად
ჟიული შარტავას 75 წლის იუბილე - ეროვნული გმირს ოჯახის წევრებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფლავზე დღეს ოჯახის წევრები, ახლობლები და ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. ეროვნულ გმირს დღეს 75 წელი შეუსრულდა.

შარტავა აფხაზმა სეპარატისტებმა ომის დროს სოხუმში დახვრიტეს. საფრთხის მიუხედავად ჟიული შარტავამ სოხუმი არ დატოვა და სამშობლოს თავი შესწირა. დღეს მის ღვაწლს ყველა ერთად იხსენებდა.

„თითოეულმა ქართველმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ასეთი გმირი გვყავს, იმიტომ, რომ ის არის ერთგულების, თავდადების, გაუტეხლობის სიმბოლო,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები