19 მაისი 2024,   00:52
ვრცლად
დაპირისპირება ელბაქიძის აღმართთან - ირანულ ბარს ახალგაზრდებმა ქვები დაუშინეს

ხმაური და დაპირისპირება თბილისში - ელბაქიძის აღმართთან მდებარე ირანულ ბარში ახალგაზრდებმა დაცვის თანამშრომლებთან იჩხუბეს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვნებს ბარში შესვლა უნდოდათ, თუმცა მათ ამის უფლება არ მისცეს.

პროტესტის ნიშნად ათამდე ახალგაზრდამ ბარის მიმართულებით ქვები ისროლეს.

ამ დროისთვის უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარ ფაქტზე გამოძიება.

 

 

დღის ამბები