17 მაისი 2024,   17:24
ვრცლად
რუსეთში ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება 

რუსეთის სათათბირომ ყალბი ინფორმაციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტები დაამტკიცა. პარლამენტმა ორივე კანონი მესამე მოსმენით მიიღო.

პირველი კანონპროექტი გადაუმოწმებელი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გამოქვეყნებას კრძალავს, კანონდარღვევა კი, 30 ათასიდან 300 ათასამდე რუბლის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

სათათბირო ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფო სიმბოლოებისა და ინსტიტუტების შეურაცხჰყოფისთვისაც. შესწორებების თანახმად, მათ, ვინც უპატივცემულობას გამოიჩენს, მათ შორის ინტერნეტშიც, პირველ ჯერზე 30-დან 100 ათასამდე რუბლის ოდენობის ჯარიმა დაემუქრებათ, განმეორებითი კანონდარღვევების შემთხვევაში კი, ის 300 ათას რუბლამდე გაიზრდება და შესაძლოა პირის 15 დღიანი პატიმრობაც მოჰყვეს.

დღის ამბები