19 მაისი 2024,   01:27
ვრცლად
თუ დამატებით, ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან ძნელი დასანახია - ქადაგიძე

ეს არ არის პატარა რიგითი ამბავი, აუცილებელია, 100- პროცენტიანი საჯაროობა -  ეს განცხადება, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, TBC ბანკის საქმეზე საუბრისას გააკეთა. 

ქადაგიძის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, დღევანდელი გამოკითხვის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეგულატორთან კითხვები არ არსებობს. მისი თქმით, ძირითადი კითხვები ეხებოდა ფუნქცია-მოვალეობას ზედამხედველობის სააგენტოში და კონკრეტული შემოწმების იმ აქტს, რომელიც ქადაგიძის თქმით, სადაო ტრანზაქციასთან კავშირში არ არის.

კითხვები ეხებოდა ორ საკითხს, პირველი - რა ფუნქციები ჰქონდა ზედამხედველობის სააგენტოს. ხოლო მეორე კითხვა ეხებოდა 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტს და ინფორმაციას იმის შესახებ,ახსოვდა თუ არა მას 2008 წლის 2 სექტემბრის შემოწმების აქტი.

„არანაირი საუბარი სხვა ტრანზაქციაზე არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. შესაბამისად, 2008 წლის 2 სექტემბერს, მერწმუნეთ, კონკრეტული ბანკი, კონკრეტულ შემოწმების აქტში, კონკრეტულად რა წერია, მით უმეტეს იმ აქტში რასაც მე გავეცანი,რისი შესაძლებლობაც მქონდა სასამართლო პროცესის დროს, იქ განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე,"- განაცხადა ქადაგიძემ. 

ქადაგიძე ამბობს, რომ აუცილებელია, TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყველა ინფორმაცია იყოს საჯარო. მისი თქმით, საქმეში ამ ეტაპისთვის ფულის გათეთრების ნიშნები არ ჩანს.

ქადაგიძე-ის სურათის შედეგი

„როგორც ყოფილი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი, შემიძლია ვთქვა, რომ თუ დამატებითი ძალიან სერიოზული მტკიცებულებები არ იქნება წარმოდგენილი, ფულის გათეთრების ნიშნები ამ ტრანზაქციაში ძალიან ძნელი დასანახია. ამიტომ ვამბობ,რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ეპიზოდური ინფორმაცია,“-აცხადებს ქადაგიძე.

მისივე თქმით, არ არსებობს ამ საქმეში არანაირი კონფიდენციალური ინფორმაცია, შესაბამისად გამოძიებას ხელს არაფერი უშლის, რომ მიმდინარე საქმეზე ინფორმაცია გასაჯაროვდეს. 

ქადაგიძის განცხადებით, თავად საგამოძიებო უწყებების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და ბრალდებებს ადეკვატური პასუხი გაეცეს. 

“დანარჩენი ყველაფერი , გარდა 100%-იანი საჯაროობისა, მხოლოდამხოლოდ მეტ კითხვას გააჩენს. საუბარია საქართველოში ყველაზე მსხვილ ფინანსურ ჯგუფზე და ყველაზე მსხვილი ფინანსური ჯგუფის დამფუძნებლებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა,"-განაცხადა ქადაგიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები