19 მაისი 2024,   04:59
ვრცლად
"სატირა, ვიდრე რეალობა... ქვიშაზე სახლის შენება" - ოპოზიცია ახალი პოლიტიკური სახეების ძებნის "ქართული ოცნებისეულ" სტრატეგიაზე

არასაპარლამენტო ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ იმ სტრატეგიას ეხმაურება, რომელიც პარტიაში ახალი სახეების მოძიება-მოზიდვას ეხება. საუბარია პროცესში უცხოელი კონსულტანტების ჩართვაზე.

მმართველ გუნდს თბილისში უცხოელი კონსულტანტების ჯგუფი ჩამოჰყავს. უცხოურმა კერძო კომპანია „ქართულ ოცნებას“ სტრატეგიის შემუშავებასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციაში დაეხმარება და ასწავლის, როგორ ელაპარაკოს მოსახლეობას.  "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ნინო გოგუაძე, არსებულ ვითარებას სატირას უწოდებს.

„მართალი გითხრათ, სატირა უფრო მგონია, ვიდრე რეალობა. იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, რომ კომპანიის მეშვეობით ხდებოდეს ადამიანების მოზიდვა „ქართული ოცნების“ პარტიაში. პარტიაში მიდიან ღირებულებების, პრინციპების და საერთო ხედვებით გაერთიენებული ადამიანები. „ქართლი ოცნება“ ამითაც გამორჩეული პარტიაა, ფაქტია, რომ მის წევრებს მოეთხოვებათ ბიძინა ივანიშვილის სრული მორჩილება,“-აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ნინო გოგუაძე.

„კურიერის“ ინფორმაციით, მმართველ გუნდში მოსახვედრად ანკეტები უკვე გროვდება. საუკეთესოების შერჩევის მიმართულება კახა კალაძეს ჩააბარეს. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა დემარშით წასული პოლიტიკოსების ადგილმონაცვლეები უნდა შეარჩიოს.

„ქვიშაზე სახლის შენებას ნიშნავს ეს, სხვას არაფერს. პირველი კითხვა - ვინ უნდა შეარჩიოს კალაძემ? კალაძის შერჩეული ხომ ჩვენ უკვე ვნახეთ. ამან ხომ დააქცია და დაღუპა საქართველო. არასწორია თავიდან ბოლომდე ყველა გათვლა და ყველა პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა ეს მახინჯი პოლიტიკური ორგანიზაცია,“-განაცხადა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელმა და დირექტორმა არმაზ ახვლედიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები