18 მაისი 2024,   07:55
ვრცლად
ვენესუელა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა - მადურო აშშ-ს დივერსიაში ადანაშაულებს 

ვენესუელა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ქვეყნის უმსხვილეს ჰიდროელექტრო სადგურზე მომხდარი ავარიის გამო, ქვეყნის 25 შტატიდან, 23 დენის მიწოდება შეუწყდა.

მუშაობა შეაჩერა კარაკასის საერთაშორისო აეროპორტმა. ქალაქში პარალიზებულია მეტრო, შეფერხებებით მუშაობს მობილური სატელეფონო კავშირი. მოსახლეობა ქალაქის ქუჩებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მოთხოვნით გამოვიდა.

ოპოზიციის განმარტებით, ქვეყანაში გამეფებული კორუფცია და არასაკმარისი ინვესტირება ენერგოსფეროს ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის.

ნიკოლას მადურომ კი ელექტროსადგურზე დივერსიის განხორციელებაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ვენესუელის წინააღმდეგ ენერგო ომს აწარმოებს.

დღის ამბები