19 მაისი 2024,   02:46
ვრცლად
რუსეთში გათეთრებულმა ფულმა საქართველოში შემოაღწია - გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის სკანდალური კვლევა

რუსეთში გათეთრებულმა ფულმა საქართველოში შემოაღწია - ამის შესახებ გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფის კვლევაშია ნათქვამი. “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევის პროექტის” წარმომადგენლების კვლევაში საუბარია შპს “თბილისის წყალი”-ს “მულტიპლექს ენერჯი ლიმითედზე” გასხვისებაზე.

“მულტიპლექსი“ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელმაც “თბილისის წყალი” შეიძინა. კომპანიას მოგვიანებით შპს “GWP” ეწოდა. ეს სქემა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა შეისწავლა.

„GWP”, რომელიც ადრე იყოს შპს „თბილისის წყალი“ შეისყიდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულმა “მულტიპლექს ენერჯი ლიმითედმა“. ეს “მულტიპლექს ენერჯი ლიმითედი“ იყო სწორედ რუსეთიდან გათეთრებული ფულის მიმღები ერთ-ერთი კომპანია ამ სქემაში ჩართული და შემდეგ ამ ფულით მან იყიდა თბილისის წყალი . “მულტიპლექს ენერჯიმ” ეს ფული მიიღო რენესანს კაპიტალისგან, ეს ერთ-ერთი რუსული ფონდი არის და სხვა სამი დიდი კომპანიისგან. 85 მილიონი დოლარიდან, 60. 8 მილიონი დოლარი გადაიხადეს თბილისის წყალში“ - ამბობს ”აიფაქტის” გამომძიებელი ჟურნალისტი ნინო ბაქრაძე.

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის რეგიონული რედაქტორი დეივიდ ბლუსი იმ სქემას აღწერს, რომლის საშუალებითაც გათეთრებულმა რუსულმა ფულმა საქართველოში შემოაღწია.

„იყო პერიოდი, როდესაც არავინ იცოდა ვის მფლობელობაში იყო თბილისის წყლის მომარაგების სისტემა. რაც უცნაურია, რადგან წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და უსაფრთხოების კუთხით მისი დაცვაა საჭირო. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ აქ იყო რუსული ფული, მანამდე სანამ მისი შესყიდვა საქართველოს ბანკმა დაიწყო. ტრანზაქციები განხორციელდა რუსეთიდან ლიეტუვაში, ვირჯინის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის ანგარიშებზე, რის შემდეგაც მოულოდნელად კომპანიამ გადაწყვიტა თბილისში წყლის მომარაგების სისტემის ყიდვა. როდესაც ქვეყანაში ინვესტიციები ხორციელდება ეს კარგია, მაგრამ პრივატიზებამდე მთავრობამ და ბანკებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, ვინ ფლობს მნიშვნელოვან კომპანიებს,”-განაცხადა დეივიდ ბლუსიმ.

დღის ამბები