18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა ტრამპის ორგანიზაციას სასამართლოში უჩივლა

დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა ტრამპის ორგანიზაციას სასამართლოში უჩივლა. მაიკლ კოენი ტრამპის ორგანიზაციას კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. მან სარჩელი მანჰეტენის სასამართლოში შეიტანა.

ადვოკატის განცხადებით, ტრამპის ორგანიზაციამ მას პირობა მისცა, რომ ყველა იურიდიულ დანახარჯს და ზარალს აუნაზღაურებს, რომელიც კოენმა სპეც პროკურორის გამოძიების ფარგლებში გასწია. საუბარია ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების საქმეზე. პრეზიდენტის ყოფილ ადვოკატი ამბობს, რომ მას ადვოკატების დაქირავება მოუხდა. ტრამპის ორგანიზაციამ კი, 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყვიტა, რაც მისივე თქმით, კონტრაქტის პირობების დარღვევაა.

მაიკლ კოენი, რომელიც დონალდ ტრამპთან მუშაობისას უფლებამოსილების გადაცდომებისა და კორუფციის გამო სამ წლიან სასჯელს იხდის, კომპენსაციის სახით მილიონ 900 ათასი დოლარს ითხოვს.

დღის ამბები