19 მაისი 2024,   05:21
ვრცლად
რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს ტრანზაქციასთან, რომელიც მოხდა ბანკის შემადგენლობაში? - არანაირი - პრემიერი TBC-ის საქმეზე 

საქართველოს პრემიერის აზრით, TBC ბანკის საქმეზე სამართლებრივი დავა არსებობს, მისი პოლიტიზირება და მით უმეტეს ანაკლიის პორტის პროექტთან ამ საქმის დაკავშირება თემების აღრევაა.

მამუკა ბახტაძისთვის გაუგებარია, რა კავშირი შეიძლება იყოს, TBC ბანკის საქმეზე სადაო ერთ კონკრეტულ ტრანზაქციასა და ანაკლიის პროექტს შორის.

ბახტაძის განცხადებით, სასაცილოა, როცა პოლიტიკური ძალები საკითხის ისე წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს ხელისუფლებას არ უნდა ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება. 

„ის საქმე, რა საქმეზეც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს გამოძიება, ეს არის კონკრეტული საკითხი, იქ არის ძალიან ბევრი პროფესიული ნიუანსი, რომელიც უკავშირდება მათ შორის საბანკო საქმიანობას.  იმ პრინციპებს, როგორითაც უნდა ხდებოდეს კორპორატიული მართვა და ა.შ. და მას არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პორტთან და იმ პერსპექტივასთან, რაც ამ პროექტს უკავშირდება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება სრულიად არასწორად და არამართებულად აქცენტების გადატანა. რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ანაკლიის პორტს იმ ტრანზაქციასთან, რომელიც მოხდა კომერციული ბანკის შემადგენლობაში? - არანაირი. მაშინ რატომ ხდება ამ თემების აღრევა? - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები