19 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
ბევრნი ვიქნებით ამ საკითხებში ჩართული, რამდენიმე კანდიდატი მე მივიტანე - ვოლსკი პარტიისთვის ახალ სახეების შერჩევაზე 

„ქართული ოცნებისთვის“ ახალ სახეების შერჩევა დაიწყო და ინტენსიურ ხასიათს რამდენიმე თვეში მიიღებს.

მმართველ პარტიაში ახალი სახეების ძებნის პროცესზე განმარტებას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი აკეთებს. გია ვოლსკის თქმით, ახალ კადრებს მხოლოდ სოზარ სუბარი არ ეძებს. ვოლსკი ამბობს,რომ სუბარი ამ პროცესში მთავრობის წარმომადგენელია, თუმცა ახალი კანდიდატების ძებნა პარტიის სხვა წევრებსაც აქვთ დავალებული.

ვოლსკი-ის სურათის შედეგი

"მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი განცხადება,რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით კეთდება, რაღაც შეგნებულად თუ შეუგნებლად კნინდება.

"სოზარი იქნება მთავრობიდან ჩართული, ბევრნი ვიქნებით ამ საკითხებში ჩართული. რამდენიმე კანდიდატი მე მივიტანე,  ვიცი რომ ჩემმა ბევრმა კოლეგამ თავის მოსაზრებები ამ საკადრო შევსების თემასთან დაკავშირებით წარადგინა და ეს არ იქნება მარტო სოზარი,რომელიც ამ თემაზე იმუშავებს.

"თუმცა წარმატებული მინისტრიც იყო, ღირსეული ქართველიც არის და საკმაოდ განსწავლული ადამიანიც. ასე რომ, მისი დამცირება არის არაეთიკურიცაა და ოპოზიციის ხელწერაა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები