18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
სატელიტურმა გადაღებებმა დაადასტურა, რომ ფხენიანი ბალისტიკური რაკეტის გასაშვებად ემზადება

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტების მთავარი გასაშვები დანადგარი Sohae აღადგინა და უახლოეს მომავალში შეძლებს გაშვებას. 

ამის შესახებ განცხადებები სპეციალისტებმა პარასკევს სატელიტით გადაღებული ფოტომასალის გაანალიზების საფუძველზე გააკეთეს. 

ფოტომასალაში ჩანს. რომ სანუმდოგის ბაზაზე, სადაც ფხენიანმა თავი მოუყარა ბალისტიკური რაკეტების უმეტესობას, ბოლო პერიოდში რაკეტის გასაშვები დანადგარზე  მუშაობა  განაახლეს და Sohae უკვე აღდგენილია.

შეგახსენებთ, რომ Sohae-ის დემონტაჟი შარშან ვაშინგტონი-ფხენიანის მოლაპარაკებების შედეგად დაიწყო. თუმცა, თებერვლის ბოლოს ტრამპსა და კიმ ჩენ ინის სამიტი ჰანოიში ხელმოწერის გარეშე დასრულდა. 

ანალიტიკოსები უკვე ვარაუდიბენ, რომ Sohae-ის აღდგენა შესაძლოა, აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობებზე დარტყმად იქნას გაგებული. 

პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის იმედგაცრუებული იქნებოდა, თუ ჩრდილოეთ კორეა იარაღის გამოცდას განაახლებდა.

 

 

დღის ამბები