18 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
ვაშინგტონი თურქეთს, რუსული შეიარაღების შესყიდვისა და განლაგების გამო, აფრთხილებს

ვაშინგტონი თურქეთს, რუსული შეიარაღების შესყიდვისა და განლაგების გამო, სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხიელებს.

განცხადება პენტაგონში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ანკარამ C-400 ტიპის რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემების შესყდვა დაადასტურა და მათი განლაგების თარიღი დააანონსა.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე  C-400-ების განლაგება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსული შეიარაღების შესყიდვის გამო, ანკარას შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან თანამშრომლობის სფეროში შეზღუდვები დაუწესდება. თურქეთი ვეღარ შეიძენს ამერიკულ მოიერიშეებს და პეტრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემებს.

დღის ამბები