18 მაისი 2024,   17:03
ვრცლად
მადუროს რეჟიმი ვენესუელაში ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვაში აშშ-ს ადანაშაულებს

ნიკოლას მადუროს რეჟიმი ვენესუელაში ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს.

ვენესუელას ინფორმაციისა და კავშირების მინისტრის განცხადებით, პრობლემა კიბერთავდასხმამ გამოიწვია, რომელიც ვაშინგტონის მიერ იყო ორგანიზებული.

მისი მტკიცებით, შეტევა ელექტროსადგურის მართვის კონტროლის სისტემაზე განხორციელდა. შედეგად, ვენესუელას 23 შტატიდან 21 ელექტროენერგიის მიწოდების გარეშე დარჩა. პრობლემები შეეხო დედაქალაქსაც. ერთ-ერთ საავადმყოფოში სასუნთქი აპარატის გათიშვის გამო, პაციენტი დაიღუპა, კარაკასში მუშაობა შეაჩერა მეტრომ და აეროპორტებმა, შეფერხდა სატელეფონო და ინტერნეტკავშირიც.

დღის ამბები