18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
მექსიკაში სატვირთო მანქანა, რომელსაც 60 კაცი გადაჰყავდა, ხევში გადაიჩეხა - დაღუპულია 25 ადამიანი

მექსიკაში უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - სატვირთო ავტომობილი, რომელსაც 60 ადამიანი გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და ხევში გადაიჩეხა.

წინასწარი ინფრომაციით, ავარიას 25 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი მძიმედ დაშავდა.

უბედური შემთხვევა გვატემალას საზღვართან ჩიაპას შტატის მთავარ მაგისტრალზე მოხდა, რომელიც მექსიკას შეერთებულ შტატებთან აკავშირებს. ვარაუდობენ, რომ სატვრითო ავტომობილს არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.

დღის ამბები