18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
მილიონიანი აქცია ალჟირში ხელისუფლების წინააღმდეგ

ალჟირში ანტისამთავრობო გამოსვლები არ წყდება. აქციები მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში იმართება, თუმცა, ყველაზე მასშტაბური მიტინგი დედაქალაქში გაიმართა.

ალჟირში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მოსახლეობა მოქმედ პრეზიდენტს მონარქიული წყობის ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ, რომ აბდელ-აზიზ ბუტე ფლიკამ პრეზიდენტის პოსტი მეხუთედ დაიკავოს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ 82 წლის პოლიტიკოსი ჟენევაში მკურნალობს და პრეზიდენტის მოვალეობებს ვერ ასრულებს.

აქციაზე მცირე შეტაკებებიც მოხდა. პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

დღის ამბები