24 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
"გინესმა" 116 წლის იაპონელი ქალი მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარა

116 წლის იაპონელი ქალი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა - ის მსოფლიოს უხუცეს ადამიანად აღიარეს.

კანე ტანაკა ფუკუ-ოკას პრეფექტურაში მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს.

მისთვის სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიას ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კანე ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა და ოჯახში მეშვიდე შვილი იყო.

წინა რეკორდსმენი ასევე იაპონელი ტიიო მიიაკო 2018 წლის ივლისში 117 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

დღის ამბები