18 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ნიკოლას მადურო სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთისთვის ვენესუელის არმიას მადლობას უხდის

ნიკოლას მადურო სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთისთვის ვენესუელის არმიას მადლობას უხდის. განცხადება ამის შესახებ მან კარაკასში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. მადურომ ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებში შეერთებული შტატები დაადანაშაულა და ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს ვაშინგტონის მარიონეტი უწოდა. მადუროს მომხრეების გარდა კარაკასში მასშტაბური აქცია გამართეს გუაიდოს მხარდამჭერებმაც. ოპოზიციის მიტინგზე მცირე შეტაკებებიც მოხდა, რა დროსაც პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მომხრეების მობილიზების მიზნით გუაიდო ვენესუელის რეგიონებში ჩასვლასაც გეგმავს.

დღის ამბები