18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ავიაკატასტროფა კოლუმბიაში - ბორტზე მყოფი თოთხმეტივე მგზავრი დაიღუპა

ავიაკატასტროფა კოლუმბიაში. შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ავარიული დაშვების მცდელობის დროს მოხდა. ბორტზე 14 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. რატომ მიიღო პილოტმა ავარიული დაშვების გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი რეისს ქალაქ სან ხოსე დელგუა ვიარედან ვილა ვისენსიოში ასრულებდა.

დღის ამბები