18 მაისი 2024,   21:45
ვრცლად
სტამბოლი-ნიუ-იორკის თვითმფრინავი, ტურბულენტურ ზონაში მოხვდა - დაშავდა 29 ადამიანი   

შეერთებულ შტატებში ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც კომპანია "თურქეთის ავიახაზების" კუთვნილი თვითმფრინავი რეისს სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა.

არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა რამდენიმე მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ბორტზე 326 მგზავრი და ეკიპაჟის 21 წევრი იმყოფებოდა.

ნიუ-იორკის გარდა, რამდენიმე საათით შეფერხებული იყო ნიუ-ჯერსის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობაც. კანადიდან ფლორიდაში მიმავალმა სატვირთო თვითმფრინავმა აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, რის გამოც ასაფრენი ბილიკები დაკეტეს.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის მიზეზი ბორტზე გაჩენილი ხანძარი გახდა.

დღის ამბები