18 მაისი 2024,   19:59
ვრცლად
ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სწავლის დასრულებას ითხოვენ - დღეს აქცია გაიმართება

ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები სტუდენტის სტატუსის აღდგენას და უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, უნივერსიტეტს ავტორიზაცია-აკრედიტაციის გავლა აგვისტოში უწევდა, თუმცა, ვადაზე ადრე მათთან შევიდა მონიტორინგის სამსახური და სასწავლებელს სტატუსი 4 მარტს შეუჩერა. მიზეზად კი დაასახელეს ის, რომ აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელ სტუდენტებს საჭირო განათლებას ვერ აძლევენ.

ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს აქციის გამართვისთვის ემზადებიან. ისინი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეზოში აქცია-პერფორმანსს გამართავენ.

სტუდენტები ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც სასწავლებელს რამდენიმე დღეში უნდა ჩაბარდეს. ისინი ითხოვენ საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ მიმდინარე სემესტრის დასრულების შემდეგ შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები ამ საქმეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბოლონიის ქვეყნების საბჭოს გადაუგზავნიან.

სტუდენტები პრემიერს განცხადებითაც მიმართავენ და საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.

დღის ამბები