18 მაისი 2024,   09:29
ვრცლად
ტრამპი კონგრესს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის კვლავ თანხის გამოყოფას სთხოვს

დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის კონგრესს კვლავ თანხის გამოყოფას სთხოვს. საუბარია 8 მილიარდ 600 მილიონზე, რაც 6 ჯერ აღემატება ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვრის დაცვისთვის დახარჯულ თანხებს.

"დემოკრატიული პარტია", რომელიც წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებს, კედლის მშენებლობას საჭიროდ არ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე კონგრესში პრეზიდენტის გეგმას ვერ მიიღებენ.

თეთრ სახლსა და კონგრესს შორის არსებული დავის გამო შეერთებული შტატების მთავრობა 5 კვირა არ მუშაობდა. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე კანონპროექტს კვლავ ვერ დაამტკიცებენ, მორიგი შათდაუნი გარდაუვალი გახდება.

დღის ამბები