18 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
მიტინგი ინტერნეტის იზოლაციის წინააღმდეგ - რუსეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

რუსეთში ინტერნეტის თავისუფლების მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციები მომიტინგეების დაკავებებით დასრულდა. სანქცირებული მიტინგები ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში ჩატარდა, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. დედაქალაქის ცენტრში 15 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, სამართალდამცველებმა კი, 30-მდე მათგანი დააკავეს.

მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი სათათბიროს მიერ თებერვალში მიღებული კანონპროექტი გახდა, რომელიც ინტერნეტის რუსეთის სეგმენტის იზოლირებას ითვალისწინებს. დემონსტრანტების განცხადებით, ეს გარკვეულ უწყებებს რუსეთის გლობალური ქსელიდან გათიშვის შესაძლებლობას მისცემს.

დღის ამბები