18 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
მალაიზიის სასამართლომ კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქალი გაათავისუფლა

მალაიზიის სასამართლომ კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ინდონეზიელ ქალს ბრალდებები მოუხსნა და დარბაზიდან გაათავისუფლა. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება მალაიზიასა და ინდონეზიას შორის ურთიერთობის გაფუჭების თავიდან ასაცილებლად მიიღეს.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში სიტი აისიას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ის ორი წლის წინ კიდევ ერთ გოგონასთან ერთად დააკავეს.

2017 წლის თებერვალში აისიამ კიმ ჩენ ინის უფროს ძმას კუალა ლუმპურის აეროპორტში სახეზე ნეიროტოქსინი წაუსვა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. აისია ამტკიცებდა, რომ ეგონა თავდასხმის სცენის გათამაშება იუმორისტული ტელეგადაცემის ნაწილი იყო.

დღის ამბები